“ქართული ოცნების” სასტიკი რეჟიმი სახეს აღარ მალავს, პირდაპირ ეთერშიც კი”-პრეზიდენტი “TV პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ “ქართული ოცნების” სასტიკი რეჟიმი სახეს აღარ მალავს, პირდაპირ ეთერშიც კი. ასე ეხმაურება ის “TV პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე.

“ტერორი საქართველოში: “ქართული ოცნების” სასტიკი რეჟიმი სახეს აღარ მალავს, პირდაპირ ეთერშიც კი.

წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ – ჟურნალისტების მიმართ სასტიკი ცემა და ძალადობა, რომლებიც უბრალოდ თავიან საქმეს ასრულებენ”, – წერს ზურაბიშვილი.

“TV პირველის” ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს პირდაპირ ეთერში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ თავს ტიტუშკები დაესხნენ, რომლებიც მანამდე აქციის მონაწილეებს სცემდნენ.

banner
წინა სტატიაშიაქტივისტი სანდრო ქინქლაძე დააკავეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: სიღრმისეული დისკუსია პრეზიდენტებთან, ქართველი ხალხს ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს