ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობა = პრეზიდენტ მარგველაშვილის იმპიჩმენტი

14570482_1683548595293325_1829990412322846307_n2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ყველა იმ დარღვევისა თუ გაყალბების გათვალისწინებით, მივიღეთ არჩევნების მე–2 ტური, რომელიც ჩატარდება 50 ოლქში საქართველოს მასშტაბით. შუალედური პერიოდი, რომელიც არის არჩევნების მეორე ტურამდე არანაკლებ დაძაბულია. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებებიდან, სადაც ის პირდაპირ აცხადებს, რომ ქართული ოცნება მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ემატება ის ფაქტი, რომ კობახიძე აანონსებს საკონსტიტუციო ცვლილებებს პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ ჩანაწერის შესწორების შესახებ (კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხებზე საუბრობს).

მაშინ, როდესაც სახეზე გვაქვს ეროვნული ვალუტის არამც თუ ყოველდღიური, არამედ ყოველ საათიერი გაუფასურება, პროდუქტების და საწვავის ფასების ზრდა, უმუშევრობა, შეჩერებული სოციალური დახმარებები, დევნილობის დახმარებები, ძნელი არაა იმის წარმოდგენა, რომ გაზაფხული იქნება პოლიტიკურად ცხელი, და არც აქციები არ იქნება გასაკვირი, რასაც რასაკვირველია მოყვება კრიზისი. მოვლენების განვითარების ერთ–ერთი შესაძლო ვარიანტი – საპროტესტო აქციები და პრეზიდენტის უფლების გამოყენება – პარლამენტის დათხოვნა, რაც რასაკვირველია არავითარ შემთხვევაში არ აწყობს ქართულ ოცნებას.

ზუსტად ამგვარი სცენარის თავიდან ასაცილებლად კობახიძემ დააანონსა საკონსტიტუციო ცვლილებები. კულუარებში ასევე საუბარია საპრეზიდენტოდ მზადდება 2 კანდიდატურა – ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი (ამ უკანასკვნელის შემთხვევაში – მას ადვილად მართავს ივანიშვილი, ხოლო თუ ივანიშვილი გახდა პრეზიდენტი, მაშინ საქართველო გაქრება მსოფლიო ასპარეზიდან და ის საბოლოოდ იქცევა ООО «Грузия»).

შეიძლება სავარაუდო დასკვნის გამოტანა – ერთ–ერთი პირველი ცვლილებები იქნება პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა და პრეზიდენტ მარგველაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება, რომ მოვლენების ამგვარი მეთოდით განვითარების შემთხვევაში, 6 თვის თავზე, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა არ გამოიყენოს თავისი საკონსტიტუციო უფლება და არ დაითხოვოს პარლამენტი.

 

დავით დონერიანი

ა(ა)იპ – „ახალგაზრდა თაობა“ – თავმჯდომარე

banner
წინა სტატიაშილევან დავითაშვილი: ციტრუსის სუბისიდირების საკითხი ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად გადაწყდება
შემდეგი სტატიასაქართველოში შაქარი საშუალოდ 50 თეთრით გაძვირდა