არსებული ინფორმაციით, 29 აპრილს, “ქართული ოცნების” საყოველთაო-სახალხო შეკრებას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. ინფორმაციას იმედის ტელევიზია ავრცელებს.
შეგახსენებთ, “მხარდამჭერების თხოვნით”, “ოცნება” 29 აპრილს, პარლამენტთან კონტრაქციას აწყობს, რომელსაც “საყოველთაო-სახალხო შეკრებას” უწოდებს.