“ქართული ოცნების” საგანგებო რეჟიმი ზურაბიშვილის გასამარჯვებლად – პარტიის ოფისში კონსულტაციები გრძელდება

“ქართული ოცნება” საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის გასამარჯვებლად საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. პარტიის ოფისში კონსულტაციები არ წყდება.

გვიან ღამემდე როსტომ მეფის სასახლეში პარტიის წევრები მიდიოდნენ, სადაც ლიდერებთან მოლაპარაკებებს მართავდნენ და კონკრეტულ დავალებებს იღებდნენ. ამ ფორმით „ოცნება“ არჩევნების მეორე ტურს და სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას გეგმავს.

პარტიის წევრების გარდა, „ოცნების“ ოფისში რამდენიმე დღის წინ სპორტსმენებიც იმყოფებოდნენ, თუმცა რა დავალებები მიიღეს მათ უცნობია. კონსულტაციები დღეს დილიდან ისევ განახლდება.

„შტაბის წევრები არიან მუდმივ კონტაქტში ადგილობრივ შტაბებთან და ჩვენი აქტივისტები ცდილობენ, რომ ყველა ჩვენს ამომრჩეველს მიაწოდონ ის რეალური ინფორმაცია, რაც იცვლება უახლოეს დღეებში, რაც კეთდება უახლოეს დღეებში,“-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლო ფარცხალაძის გასაიდუმლოებული სასამართლო სხდომის ჩანაწერების გასაჯაროებაზე უარს ამბობს
შემდეგი სტატიაფარცხალაძის გასაიდუმლოებული სასამართლო – არასამთავრობოები საქალაქო სასამართლოს მხრიდან პროცესის ამსახველი კადრების გასაჯაროებაზე უარის თქმას ეხმაურებიან