“ქართული ოცნების” საარჩევნო სია – მედიაში გვარები სახელდება

ოც“ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში შესაძლოა აღამსრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მოხვდნენ. სავარაუდო კანდიდატების შესახებ მედიასაშუალებების მიერ ინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, სიაში მოხვედრის გარანტია მიიღეს და აღმასრულებელი ხელისუფლებიდან საპარლამენტო სიაში გადაინაცვლებენ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი, შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. დეპუტატებიდან კი- გია ვოლსკი, დიმიტრი ხუნდაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ირაკლი სესიაშვილი, გია ჟორჟოლიანი, თემურ ჭკუასელი და გივი ჭიჭინაძე, რომელიც ამ დროისთვის იმერეთის გუბერნატორია. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აღმასრულებელ ხელისუფლებაში კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, ისინი ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სია ჯერ-ჯერობით შედგენილი არ არის

“აღმასრულებელი ხელისუფლებიდან საარჩევნო სიაში გადმონაცვლებაზე საუბარი არ არის. გამორიცხვა არასდროს არაფრის არ შეიძლება, არ გეგონოთ რომ რამე ვიცი და არ ვამბობ. არ არის რა, მუშაობს ის წულუკიანი, სად გადმოდის რა უნდა აქ?” განაცხადა გია ვოლსკიმ.

წყარო

banner
წინა სტატიაშიპოროსენკომ გაანთავისუფლა მოსამართლე, რომელმაც ტიმოშენკოს განაჩენი გამოუტანა
შემდეგი სტატიარა ღირს აფხაზეთში მშობიარობა