„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში დავით სერგეენკოს ყოფნა კარგი აზრია – მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია “ქართლი ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, საარჩევნო სიაში, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს ყოფნა, კარგი აზრია.

მართველი გუნდის დეპუტატის თქმით, სერგეენკო არის ძალიან კარგი კადრი, რომელიც კიდევ დიდი ხანი გამოადგება ქვეყანასა და “ქართული ოცნების” გუნდს.

“ერთი რამ ვიცი, დავით სერგეენკო იქნება საპარლამენტო სიაში, სამთავრობო გუნდში თუ სხვა პოზიციაზე, ის თავის გუნდსა და ქვეყანას დიდი ხნის განმავლობაში გამოადგება და ყოველთვის ასოცირდება წარმატებასთან. სერგეენკოსთან დაკავშირებით სხვანაიარად წარმოუდგენელია, რადგან იყო ერთ-ერთი წარმატებული რეფორმის ავტორი და წარმატებული სამინისტროს წარმატებული მინისტრი. მასთან მხოლოდ პოზიტივი და წარმატება ასოცირდება. დავით სერგეენკოზე ცუდს ჩვენი ოპონენტებიც კი ვერ ამბობენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე 7-წლიანი საქმიანობის შემდეგ, დავით სერგეენკო ეკა ტიკარაძემ შეცვალა. სერგეენკო კი პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა. არსებული ინფორმაციით, დავით სერგეენკომ თანამდებობის გარდა, საარჩევნო სიაში ყოფნის გარანტიაც მიიღო.

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისგან – საპატრიარქო
შემდეგი სტატია,, ადამიანი, რომელმაც ხმა მისცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას, საქართველოში როგორც მეგობარი არ უნდა ჩამოდიოდეს”