„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა და სია დღეს გახდება ცნობილი

ქართულ ოცნებას დედაქალაქში და 22 ავტორიტარული მაჟორიტარის შერჩევა ძალიან უჭირს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.

პრეზენტაცია 21:00 საათზე, „ექსპო-ჯორჯიაშია“ დაგეგმილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში განუცხადეს, საარჩევნო პროგრამის წარდგენას პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი, ასევე სხვა ლიდერები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები დაესწრებიან.

დღესვე გახდება ცნობილი პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაც, ვინაიდან, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის საარჩევნო სიის წარდგენის ვადა სწორედ დღეს იწურება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-სთან ერთად ახლო მომავალში დავიწყებთ განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას წვრთნების პროგრამებისთვის
შემდეგი სტატიააშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია განიხილა