„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხზე იმსჯელებს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხზე იმსჯელებს.

„ზოგან კანონმდებლობაა საჭირო, ზოგან კონკრეტული განცხადება და ქმედებები. ამასთან დაკავშირებით დღეს ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პოლიტსაბჭოს სხდომაზე 14:00 საათზე, “ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშივოლსკი – ვატო წერეთლის ტყუილი, რომ ოთხი დეპუტატი თავს დაესხა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, მიუთითებს, თუ სად მიდის პროვოკაციის ფესვები
შემდეგი სტატიაპეტრე ცისკარიშვილს, გიორგი ბოტკოველსა და თემურ ჯანაშიას თელავის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრები დაუპირისპირდნენ