“„ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ სააკაშვილს კიდევ აქვს საშუალება, ქართულ პოლიტიკაზე ასეთი განცხადებები აკეთოს”

მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკურ ველს უნდა მოშორდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ განაცხადა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ „საქართველოს პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია“.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ სააკაშვილს კიდევ აქვს საშუალება და შესაძლებლობა, ქართულ პოლიტიკაზე ასეთი განცხადებები აკეთოს. თუ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკრაინის ერთი მოქალაქის ნებისმიერი გამონათქვამის ან სტატუსის გამო შეიძლება, გაპრობლემურდეს და აირიოს, მაშინ პრობლემა სხვაგან გვაქვს. ერთი ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, წესით, ქვეყნებს შორის ურთიერთობები ვერ ირევა“, – აღნიშნა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ.

banner
წინა სტატიაშიეუთოში აშშ-ს მისია-კატეგორიულად აუცილებელია, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების ოკუპაცია
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძე ფოთში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა