“ქართული ოცნების” პირველი საარჩევნო ნომერი კახი კალაძე იქნება

არჩევნებამდე თითქმის ერთ წლით ადრე, “ქართულ ოცნებაში” ახალი სახეების მოძებნა მიმდინარეობს. სწორედ ამ სახეებმა უნდა დააკომპლექტონ კოალიციის საარჩევნო სია 2016 წელს. ახალი სახეების ძებნასთან ერთად კი კოალიციის “წმენდაც” მიმდინარეობს.  ინფორმაციას “ქრონიკა+”-ის რედაქტორი ელისო კილაძე ავრცელბს.

kiladze

 

მისივე თქმით, ამ პროცესს ძველი სახეების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. კილაძის განცხადებით, ისინი მიმდინარე პროცესების გამო უკმაყოფილებას არ მალავენ. ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, 2016 წელს “ქართული ოცნების” პირველი საარჩევნო ნომერი კახი კალაძე იქნება და თუ არსებულ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდა, თებერვალში შესაძლოა მოქმედმა პრემიერმა ივანიშვილის გადაწყვეტილებით პოსტი დატოვოს და ეროვნულ ბანკში გადაინაცვლოს.

„ბიძინა ივანიშვილი ძველი სახეებისგან კოალიციის გაწმენდას ითხოვს, ამის შესახებ მან დახურულ კარს მიღმა ახლო გარემოცვასთან შეხვედრაზე საგურამოში ისაუბრა. წყაროს ინფორმაციით „ძველი მეოცნებეები“ ჯიუტები არიან და მათ ქვეყნის მართვაზე საკუთარი შეხედულებები და დიდი ამბიციები აქვთ, თუმცა, შეცლის პროცესი დაწყებულია, რაც ითვალისიწნებს იმას, რომ ისინი ნელ-ნელა უკანა პლანზე უნდა გადავიდნენ და მათ ადგილას ახალი სახეები მოვიდნენ. პირველი ნაკადი, პარლამენტის არჩევნების წინ ჩანაცვლდება, მეორე ნაწილი უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. ასეთია ივანიშვილის ე.წ. ჩაჭიდებული მოსაზრება.

 

როგორც უკვე გითხარით, მმართველ გუნდში ივანიშვილის ამ მოსაზრებაზე უკმაყოფილებასაც არ მალავენ – მათი საპოტსტო განცხადებების შინაარსი როგორ კულუარებში ჰყვებიან დაახლოებით ასეთია – რა გამოვიდა რისკი გავწიეთ, ვიბრძოლეთ გამოგვიყენა და ახლა უნდა მოგვისროლოთო. თუმცა, განცხადებები მხოლოდ განცხადებებია, მაგრამ ახალ სახეებთან ერთად მთავარი შემდეგია – სქემის მიხედვით 2016 წელს ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი კახი კალაძე უნდა იყოს, რომელსაც მომავალი პრემიერის კანდიდატურადაც განიხილავს მოქალაქე. რაც შეეხება, ირაკლი ღარიბაშვილს თებერვალში თუ ძალიან გაჭირდა მას თანამდებობიდან გადააყენებენ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტად გადაიყვანენ, სამომავლოდ კი თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრას პირდებიან“ – აცხადებს კილაძე საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

წყარო

banner
წინა სტატიაშიგალის ქართველების მდგომარეობა უფრო მძიმდება
შემდეგი სტატიაამერიკელები ევროპაში რუსეთთან ომისთვის ემზადებიან…