„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს. უცნობია, ესწრება თუ არა შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი.

როგორც დეპუტატებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, მათთვის განსახილველი საკითხები უცნობია. მმართველი გუნდის წევრებმა შეხვედრის დაწების წინ მედიასთან აღნიშნეს, რომ მათ აცნობეს, რომ „ქართული ოცნების“ ოფისში უნდა მისულიყვნენ.

როგორც ცნობილია, შეხვედრას ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს საერთო სასამართლოების შესახებ მხარი დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშიანაკლიის კონსორციუმი მიესალმება მინისტრის განცხადებას მხარდაჭერის შესახებ
შემდეგი სტატიაიარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს