“ქართული ოცნების” ოფისში მინისტრთა კაბინეტის წევრები იკრიბებიან

„ქართული ოცნების“ დელეგაცია ბუდაპეშტში ევროპის სოციალისტური პარტიის მე-10 ყრილობას დაესწრება

პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ ოფისში მინისტრთა კაბინეტის წევრები იკრიბებიან. მათი ინფორმაციით, პრემიერთან შეხვედრის მთავარი თემა ხვალ დაგეგმილი ღონისძიება და ახალი სახეების გაცნობაა.

ოფისში უკვე მივიდნენ შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგენკო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სახელმწიფო მინისტრი ევრო ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე.

banner
წინა სტატიაში„თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო სიას 16 ივლისს წარადგენენ
შემდეგი სტატიაშაქრო მალადოის (ზაქარია კალაშოვს) ბრალი წაუყენეს