„ქართული ოცნების” ოფისში მიმდინარე შეხვედრაზე არჩევნების მეორე ტურს განიხილავენ

„ქართული ოცნების” ოფისში მიმდინარე შეხვედრას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და პოლიტსაბჭოს წევრები ესწრებიან, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს განიხილავენ. ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა ისაუბრა. მისივე თქმით, ოპონენტების ამოცანაა, დესტრუქციული გზებით ხელისუფლებაში მოხვედრა.

მისივე თქმით, მმართველ პარტიას პოზიტიური მესიჯებიც ექნება.

„პარტიის ოფისში მიმდინარეობს შეხვედრა, რომელსაც ესწრებიან თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს წევრები. მსჯელობა მიმდინარეობს მეორე ტურთან დაკავშირებით, ასევე, იმ პირველი რანგის პრობლემებზე , რომელიც გადასაწყვეტია. ჩვენ მოსახლეობისგან მივიღეთ გზავნილი, რომელსაც შესაბამისი პასუხი და რეაგირება სჭირდება. მიმდინარეობს იმ ნაბიჯების დაგეგმვა, რომლითაც ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ.

ჩვენ ვიცით, რომ ოპონენტების მართვის სტილი, მათი პოლიტიკური ამოცანა არის დესტრუქციული გზებით ხელისუფლებაში მოხვედრა, თუმცა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ.

იგეგმება ზუსტად იმ პრობლემების გამოკვეთა, რომელზეც დღესვე შეგვიძლია პასუხის გაცემა და რომელზეც უახლოეს მომავალში უნდა გავცეთ პასუხი. კონკრეტულად რა პრობლემებზეა საუბარი და რა ნაბიჯებს გადავდგამთ, ამაზე შესაბამისი განცხადება გაკეთდება”, – განაცხადა დავითულიანმა.

banner
წინა სტატიაში„კარი შემოგვიმტვრია რუსეთმა. შიგნიდან თუ გაუღეს ამათმა კარი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი არ არის აგრესორი” – ვოლსკი
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას