“ქართული ოცნების” ნაწილი თვლის, რომ ჩვენმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღოს

kvchantirdzeდღეს გავრცელებულ ინფორაციაზე იმის შესახებ, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ შესაძლოა კოალიცია დატოვოს, ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ მმართველი კოალიციის მომავალთან და არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

“აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, კოალიცია ყოველთვის ერთიანი იყო და გადაწყვეტილებებს კოლეგიალურად ვიღებდით. კოალიციაში აზრთა სხვადასხვაობაა. მაგალითად, “ქართული ოცნების” ნაწილი თვლის, რომ ჩვენმა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღოს. რაც მთავარია, სუბიექტებს ყოფნით პასუხისმგებლობა, საზოგადოებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ.”- განაცხადა კვაჭანტირაძემ 2030-ში.

მისივე თქმით, უკეთესია საბოლოო გადაწყვეტილებამდე შუალედური განცხადებები არ გაკეთდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიის ინტერესებშია, სამომავლო გეგმების გარკვევა “ქართული ოცნების“ ყრილობამდე მოხდეს.

“ქართული ოცნება” ერთმნიშვნელოვნად დასავლური ღირებულებების მატარებელია და ის ხელისუფლებაში აუცილებლად მოვა. პარტია განვითარების ახალ ეტაპს იწყებს და ყრილობის შემდეგ ყველა, მათ შორის, ჩვენი დასავლელი მეგობრები დაინახავენ, რომ საქართველოში ცენტრისტულ-მემარცხენე ტიპის სერიოზული პოლიტიკური ძალა ყალიბდება.” – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ, 2030-ში.

banner
წინა სტატიაში(video) არმაზ ახვლედიანი:ბიძინა ივანიშვილი კარგად ხედავს ვინ არის ნიანგი და ვის რა სულისკვეთება აქვს ხელისუფლებაში
შემდეგი სტატიაზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ახალი ვიდეო კლიპის პრეზენტაცია გამართა