“ქართული ოცნების” მთავარი მიღწევა თავისუფლებაა – ბექა ნაცვლიშვილი

“ქართული ოცნების” ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევა ისევ და ისევ სიღარიბე და მეტნაკლებად, რთული ეკონომიკური მდგომარეობაა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” მთავარი მიღწევა თავისუფლებაა.

“ქართული ოცნების” მთავარი მიღწევა არის თავისუფლება. საზოგადოებაში თავისუფლება დაბრუნდა. მეორე მიღწევა ეს არის სოციალური სამართლიანობისკენ გადადგმული ფუნდამენტური ნაბიჯები და ის რეფორმები, რომლებიც გატარდა. “ქართული ოცნების” პირობებში სახელმწიფომ თავისი როლი გადაიაზრა. ადრე, სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკაზე პასუხისმგებლობა მოხსნილი ჰქონდა და მისი როლი მინიმალისტური იყო. ახლა კი, ეკონომიკის პოლიტიკის სტიმულირება მიდის, რაც ერთადერთი გამოსავალია, რომ ეკონომიკის თვალსაზრისით, მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობა შევიძინოთ”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყნის მთავარი გამოწვევა ისევ და ისევ სიღარიბე და მეტნაკლებად რთული ეკონომიკური მდგომარეობაა.

“საკრებულოში სხვადასხვა უბნის მაჟორიტარები იმდენად მჭიდროდ ვმუშაობდით, რომ ერთმანეთის რაიონების პრობლემები კარგად ვიცით. ქვეყნის მთავარი გამოწვევა ისევ და ისევ სიღარიბე და მეტნაკლებად რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი არ არის. ეს სხვადასხვა ობიექტურმა ფაქტორებმა განაპირობა. ესაა მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური ვითარება”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზღვაში დაკარგული სამხედროების მშობლები თავდაცვის სამინისტროს უპირისპირდებიან
შემდეგი სტატიაგონიოში ორი ქართველი სამხედროს სამძებრო ღონისძიებები გრძელდება