„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები- ქუთაისში ოპოზიციის ლიდერებს მშვიდად გადაადგილების საშუალებას არ მივცემთ

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ოფისთან, სადაც ოპოზიციური პარტიების ქუთაისის ორგანიზაციების ლიდერები იკრიბებიან, ხმაურია.

ოფისთან პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც იმყოფებიან. სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური ადგილზე ოპოზიციონერ აკაკი ბობოხიძის გამოჩენას მოჰყვა.

„ქართულო ოცნების“ მხარდამჭერები ბობოხიძესთან პირისპირ შეხვედრას ითხოვენ.

ამასთან, აცხადებენ, რომ ქუთაისში ოპოზიციის ლიდერებს მშვიდად გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ.

ცოტა ხნის წინ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა „თავისუფალი საქართველოს“ ოფისში შეჭრაც სცადეს.

„თავისუფალი საქართველოს“ ოფისთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ოფისში პარასკევს დაანონსებული აქციის დასაგეგმად იკრიბებიან.

banner
წინა სტატიაშიყვარელში ხანძრის შედეგად დაღუპული 12 წლის ბავშვის დედა დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამეუფე გრიგოლი-პატრიარქის კურთხევით წმიდა გიორგი არის წევრი წმიდა სინოდისა