ქართული ოცნების მხარდაჭერა იმდენად მყარი იქნება, რომ კოალიცია არ დაგვჭირდება — მდინარაძე

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ პარტიას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნა არ დასჭირდება. ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ნამდვილად არ ველოდები, რომ კოალიციის შექმნა დაგვჭირდება ვიღაცასთან. მე მგონია, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერა იქნება იმდენად მყარი, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება კოალიციაზე საუბარი”, — აცხადებს მდინარაძე.

banner
წინა სტატიაშიინგა გრიგოლია: გადაიღოს ვინმე ქართველმა რეჟისორმა ფილმი ამ ჩვენს “საპატრიარქო კარის თამაშებზე”, მსოფლიო ბესთსელერი გახდება
შემდეგი სტატიადღეს პატრიარქი გადადგომას გეგმავდა