,,”ქართული ოცნების” მიერ სოფელ კორცხელის მაჟორიტარად დასახელებული კანდიდატი ”ნაციონალური მოძრაობის” წევრია”

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოში

amiran-lagvilava”დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, კახა მიქაიას ინფორმაციით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის მიერ, ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, პარტიის კანდიდატად წარდგენილი ამირან ლაგვილავა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.
მიქაიას ინფორმაციით, ამირან ლაგვილავას კანდიდატად დასახელება პარტიის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ედიშერ თოლორაიას, ”ნაცმოძრაობის” ლიდერმა თენგიზ გუნავამ და კუდ-ის ზუგდიდის ყოფილმა უფროსმა რუსლან შამახიამ მოსთხოვეს.
„მოვუწოდებ კახა კალაძეს, ვიდრე დაასახელებს რომელიმე სოფელში საკრებულოს წევრობის ან მაჟორიტარობის კანდიდატს, ღრმად ჩაყოს მათ გულის ჯიბეში ხელი და ნახოს, რომელი პარტიის მანდატი უდევთ“, – განაცახდა მიქაიამ.
იმას, რომ ამირან ლაგვილავა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, თავად ”ნაციონალებშიც” ადასტურებენ. მათი განმარტებით, ლაგვილავას პარტიის დატოვების შესახებ მათთვის ჯერ არ მიუმართავს.

banner
წინა სტატიაში“აშშ-ის ელჩისგან ოფიციალურ განმარტებას მოითხოვენ”
შემდეგი სტატიარუსთავის #1 საჯარო სკოლის პედაგოგების ნაწილი დირექტორის გათავისუფლებას მოითხოვს