“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მილიონ 800 ათასი ლარი შესწირეს

რა თანხის მობილიზება შეძლეს საპრეზიდენტო კანდიდატებმა მეორე ტურისთვის – “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მილიონ 800 ათასი ლარი შესწირეს. ეს თითქმის 10-ჯერ მეტია იმ თანხაზე, რაც მისმა კონკურენტმა გრიგოლ ვაშაძემ შეძლო მოეგროვებინა.

საერთო ჯამში სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 6 მილიონ 700 ათასი ლარი გადაურიცხეს, გრიგოლ ვაშაძეს კი – მილიონზე მეტი.

ზურაბიშვილის შემომწირველებს შორის ძირითადად არიან ის პირები, რომლებიც წინა არჩევნებზე თანხას “ქართულ ოცნებას” სწირავდნენ.

banner
წინა სტატიაშითვითმკვლელობა ქუთაისის მეორე საპყრობილეში – გარდაცვლილის ოჯახი, ციხის ადმინისტრაციას პატიმრის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაარჩევნების მეორე ტურისთვის გამოყოფილი თანხის გამოყენების წესის განსაზღვრა – ცესკო-მ დადგენილება მიიღო