„ქართული ოცნების“ მცდელობა წარმოაჩინოს, თითქოს კონსერვატიული ძალების აწმყო დგება, არის მცდარი ნარატივი – ლილუაშვილი ევროპარლამენტზე

ევროპარლამენტში არსებითად არაფერი შეცვლილა – „ქართული ოცნების“ მცდელობა წარმოაჩინოს, თითქოს კონსერვატიული ძალების აწმყო დგება, არის მცდარი ნარატივი, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების” წევრების განცხადებები აჩვენებს, რომ მათი ანალიზის უნარიც კი მოკლებულია ანალიტიკურ შესაძლებლობებს.

“ჩვენ ვისმენთ “ქართული ოცნების” აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელ ანალიზს, რომელიც გადართულია, რაღაცა კონსერვატიული ძალების გაძლიერების მესიჯბოქსზე, რომლითაც თავს იმშვიდებს. ღიმილისმომგვრელი და სასაცილოა – სად “ქართული ოცნება” და სად კონსერვატიული საკითხები და კონსერვატიული მოძრაობა საქართველოში? ეს ერთმანეთთან არათავსებადი და წარმოუდგენელი თაღლითობის მცდელობაა.

ევროპარლამენტში არსებითად არაფერი შეცვლილა. პირველ ადგილზე კვლავ დარჩა “სახალხო პარტია”, მეორე ადგილზე “სოციალ-დემოკრატები”, მცირედი დანაკარგი ჰქონდა “მწვანეების” გაერთიანებას, თორემ დანარჩენი არანაირი ცვლილება არ მომხდარა. ეს ნიშნავს იმას, რომ მათი ანალიზის უნარიც კი მოკლებულია ანალიტიკურ შესაძლებლობებს, ვგულისხმობ, “ქართულ ოცნებას”. ეს მცდელობა, თითქოს კონსერვატიული ძალების აწმყო დგება, არის მცდარი ნარატივი,” – განაცხადა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპროცესები, რომელიც დღემდე მიმდინარეობდა ევროკავშირში, არ აღმოჩნდა სასურველი თვითონ ევროკავშირის ელექტორატისთვის – მათიკაშვილი
შემდეგი სტატიამთელი მსოფლიოს მედია, ბრიტანული, ამერიკული მედია ყველა საუბრობს საქართველში მიმდინარე საკითხებზე – ვაშაძე