ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდამჭერებმა, ევროპული საქართველოს ზუგდიდის მერობის კანდიდატს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის მხარდამჭერებმა, ევროპული საქართველოს ზუგდიდის მერობის კანდიდატის ლელა ქებურიას მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი დღეს ზუგდიდში ევროპული საქართველოს მიერ დაგეგმილი აქცია გახდა. სადაც პარტიის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ფაროსანას მიერ განადგურებულ მოსავალთან დაკავშირებით ზარალის ანაზღაურებას ითხოვს და ხელისუფლების უუნარობას აპროტესტებს. სოფელ ერგეტაში, ოცნების შტაბი წარმომადგენლებმა საშუალება არ მისცეს ადგილობრივებს და მიკრო ავტობუსის მძღოლებს ზუგდიდში აქციაზე წამოსულიყვნენ. სიტყვიერ შელაპარაკებას ფიზიკური დაპირისპირებაც მოყვა. მერობის კანდიდატის მეუღლეს სხეულზე დაზიანებებიც აღენიშნება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული მასმედია: სააკაშვილის მომხრეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას აწარმოებენ
შემდეგი სტატიააბასთუმანში გერმანელი ტურისტია ჩარჩენილი