“ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა იმერეთის რეგიონით დაიწყება

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა იმერეთის რეგიონით დაიწყება.

ამის შესახებ ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” პარტიული სიისა და მაჟორიტარი კანდიდატების პრეზენტაცია ამ კვირაში მოხდება.

ზაქარია ქუცნაშვილმა არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, არსებობს თუ არა შეთანხმება, რომ თავად საპარლამენტო არჩევნებში კენჭს მაჟორიტარ კანდიდატად იყრის.

მისი თქმით, არსებობს შეთანხმება, რომ საარჩევნო სიისა და მაჟორიტარი კანდიდატების დასახელება პარტიის ლიდერების მიერ უნდა მოხდეს. მისივე ინფორმაციით, პრეზენტაციაზე საარჩევნო სიას და მაჟორიტარ კანდიდატებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს. ზაქარია ქუცნაშვილი ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში “კონსერვატორებიც” არიან. “კონსერვატიული პარტია” ყოფილი კოალიციის ერთადერთი სუბიექტია, რომლის წევრებიც “ქართული ოცნების” პარტიულ სიაში მოხვდნენ.

banner
წინა სტატიაშიხაჯიმბას მიმართვა აფხაზ ხალხს
შემდეგი სტატიაშპს “ცენტრ-პოინტ აჭარის” ხელმძღვანელს 19 მილიონი ლარის ჯგუფურად მითვისებას ედავებიან