“ქართული ოცნების” მარნეულის მერობის კანდიდატი – უბნებზე არანაირი დარღვევა არ არის

უბნებზე არანაირი დარღვევა არ არის, – ამის შესახებ განცხადება “ქართული ოცნების” მარნეულის მერობის კანდიდატმა თემურ აბაზოვმა ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების ბრალდებები უსაფუძვლოა.

“მაქვს ურთიერთობა ჩვენს წარმომადგენელთან, 8:00 საათზე გაიხსნა უბნები, ოპოზიციური პარტიების განცხადებები არის სიცრუე და ტყუილი. “ქართული ოცნების” მთავარი მიზანი არის დემოკრატიულად ჩატარდეს არჩევნები და ამისთვის გველაფერი გაკეთდება. თუ რამე მოხდება, არსებობენ შესაბამისი უწყებები და ისინი გაარკვევენ. რაც შეეხება ჩვენ კანდიდატზე თავდასხმას, ისინი იმ დღესვე მოვინახულე. ადგილზე იყვნენ შსს და ჯანდაცვის მინისტრები. პოლიტიკურ დაპირისპირებას კატეგორიულად გამოვრიცხავთ,” -განაცხადა თემურ აბაზოვმა.

banner
წინა სტატიაში,,ქალაქი უნდა იყოს სიყვარულით, ისტორიით, კულტურით სავსე და მჯერა, რომ ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ”
შემდეგი სტატიააჰმედ იმამკულიევი – ჩვენს დამკვირვებლებს რამდენიმე უბანზე ვიდეო გადაღების საშუალებას არ აძლევენ