“ქართული ოცნების” ლიდერი წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვება

ქართული ოცნების ლიდერი წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვება. ბიძინა ივანიშვილი საკუთარი პარტიის მხარდასაჭერად რეგიონებში გეგმავს ჩასვლას. როგორც ოპოზიცია ვარაუდობს, სწორედ ამის გამო მმართველი პარტია ხმებს დაკარგავს. ხელისუფლების ოპონენტებმა ყოფილ პრემიერს წინასაარჩევნოდ გაცემული შეუსრულებელი დაპირებებიც შეახსენეს, რომელთა გასაჯაროვებასაც ოპოზიცია გეგმავს. ამ ფონზე კი თავად ივანიშვილი მოსახლეობის იმ ნაწილს აკრიტიკებს, რომელმაც ქართული ოცნების სიკეთე ვერ შეაფასა.

საარჩევნოდ რეგიონებში ვოიაჟი ყოფილმა პრემიერმა სექტემბრიდან დაანონსა. ბიძინა ივანიაშვილი ქართული ოცნების ელექტორატს კვირაში 2-ჯერ შეხვდება. ყოფილი პრემიერი საარჩევნო შტაბის ახალი ხელმძღვანელითაც კმაყოფილია.

საარჩევნოდ რეგიონებში ივანიშვილის ამომრჩეველეთან შეხვედრების აუცილებლობაში დარწმუნებულია მმართველი გუნდი. საპარლამეტო უმრავლოსბა მოსახლობასთან არასწორი კომუნიკაციით ხსნის იმ ელექტორატის სავარაუდო არჩევანს, რომლებიც ხმას მათ კონკურენტებს მისცემენ. ყოფილმა პრემიერმა დღეს ის პოლიტიკური სუბიექტები დაასახელა, რომლებმაც არ არის გამორიცხული ქართული ოცნებას ამომრჩეველი წაართვას.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი და სოსო მანჯავიძე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა ბრიტანელ ხალხს დედოფლის დაბადების დღე მიულოცა და ქართულ-ბრიტანულ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა