„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, რომ შემოიტანონ ბუნდოვანება და აიცილონ პასუხისმგებლობა არშესრულებულ ვალდებულებებზე – ბოკუჩავა

„ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებები არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რომ შემოიტანონ ბუნდოვანება და აიცილონ პასუხისმგებლობა არშესრულებულ ვალდებულებებზე – ამახინჯებენ ვენეციის კომისიის და ევროკავშირის გზავნილებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები და ვენეციის კომისიის დასკვნა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის.

ბოკუჩავა აცხადებს, რომ ვენეციის კომისია ითხოვს სისტემურ მიდგომას და ასეთივე რეკომენდაცია აქვს ევროკომისიას. ამასთან, დეპუტატი ამტკიცებს, რომ მათ მიერ პარლამენტში რეგისტრირებული კანონპროექტი სწორედ სისტემურ მიდგომაზეა დაფუძნებული, განსხვავებით “ქართული ოცნების” მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტისგან.

„ევროკომისიის რეკომენდაცია ითვალისწინებს დეოლიგარქიზაციის ისეთი კანონპროექტის მიღებას, რომელიც სისტემურ ცვლილებებს შემოიტანს და სწორედ იგივეს მოუწოდებს სიტყვა- სიტყვით ვენეციის კომისია დღევანდელ ხელისუფლებას, რომ მიიღონ სისტემური კანონი, რომელიც აღმოფხვრის ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობის პრობლემას, როცა სრულად არის ძალაუფლება კონცენტრირებული ერთი ადამიანის ხელში. ამას სჭირდება პრობლემის სისტემური გადაჭრა და სწორედ ასეთი მიდგომისკენ მოუწოდებს ვენეციის კომისია, ხოლო იმ კანონპროექტზე, რომელიც მიიღო “ოცნებამ” ერთი მოსმენით, ამბობს, რომ ვერ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს, ვერც მათ რეკომენდაციებს და არ უნდა იქნას მიღებული. ის კანონპროექტიც, რომელიც ჩვენ გვქონდა შემოტანილი, სისტემური მიდგომის დაფუძნებას ითხოვდა, რომ განხორციელდეს ცვლილებები მართლმსაჯულების და ბევრ სხვა სისტემაში, რომ ძირეულად მოგვარდეს ოლიგარქიის პრობლემა,”- განაცხადა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – ქვეყანაში, სადაც არის ოლიგარქიული მმართველობა, არავითარი აზრი არ აქვს კანონის მიღებას დეოლიგარქიზაციის შესახებ
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკი არის ის ინსტიტუცია, რომელიც უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს – მაჭარაშვილი