,,ქართული ოცნების“ ლიდერები ირაკლი ჩიქოვანს აფასებენ – ის პროგრესული, კეთილსინდისიერი და შრომისმოყვარე ადამიანია

მაღალი თანამდებობის პირები და პარტია ,,ქართული ოცნების“ ლიდერები ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ჩიქოვანს ახასიათებენ, როგორც გამოცდილ, პროფესიონალ, განათლებულ პოლიტიკოსს, რომელიც იქნება ზუგდიდის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჩიქოვანის პროფესიონალიზმზე ამახვილებს ყურადღებას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კი ირაკლი ჩიქოვანს პროგრესულ პოლიტიკოსად მოიხსენიებს. ,,ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახი კალაძე კი აცხადებს, რომ ირაკლი ჩიქოვანმა იცის ყველა ის გამოწვევა რაც ზუგდიდს გააჩნია. პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ ირაკლი ჩიქოვანი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საგარეო ასპარეზზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, ირაკლი ჩიქოვანი არის კეთილსინდისიერი და შრომისმოყვარე ადამიანი, რომელსაც არაერთი წელი აქვს გატარებული ქვეყნის სამსახურში.

,,ირაკლი ჩიქოვანს თავისი პროფესიონალიზმით, საქმისადმი ერთგულებით, არაერთი წელი აქვს ქვეყნის სამსახურში გატარებული. მე პირადად მაქვს მასთან მუშაობის გამოცდილება და ზუსტად ვიცი, რომ ის პროგრესული, კეთილსინდისიერი და შრომისმოყვარე ადამიანია, რომელიც ღირსეულად დაიცავს მშობლიური ზუგდიდის ინტერესებს საქართველოს პარლამენტში”-აღნიშნა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ირაკლი ჩიქოვანი არის ის პიროვნება, რომლისთვისაც ქვეყნის სამსახური ღირსება და პატივია.

,,ირაკლი ჩიქოვანი არის ახალგაზრდა, პროგრესული, განათლებული ადამიანი, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო და მისთვის ღირსება და პატივია ემსახუროს თავის ქვეყანას“-აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ირაკლი ჩიქოვანმა ზედმიწევნით იცის ყველა ის გამოწვევა, რომელიც ზუგდიდში აწუხებთ.

,,ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის და ზუგდიდელების ინტერესებს დაიცავს და გაატარებს საქართველოს პარლამენტში.მაჟორიტარობის კანდიდატი გვინდოდა ყოფილიყო ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს ამ კუთხეს, ვინც დაიბადა და გაიზარდა ზუგდიდში. ზედმიწევნით იცის ყველა ის გამოწვევა რომელიც აწუხებთ ზუგდიდში. ყველაზე მეტი მხარდაჭერა და სიყვარული ირაკლი ჩიქოვანმა დაიმსახურა”- აცხადებს კალაძე.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ ჩიქოვანი საგარეო ასპარეზზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს:

,,ირაკლი ჩიქოვანი არის გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელიც იქნება ზუგდიდის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საგარეო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნისა და გუნდის ინტერესების წარმოდგენასა და დაცვაში“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა იქ, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება გადავა ზღვარს და გადაიზრდება კანონდარღვევაში, სამართალდამცავი სისტემა იმოქმედებს სწრაფად, ეფექტურად და კანონმდებლობის შესაბამისად
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ხაზგასმით აღვნიშნავ, ქვეყანაში სისტემური „ლოქდაუნი“ არ იქნება