„ქართული ოცნების“ ლიდერები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შეხვდებიან

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები დღეს ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შეხვდებიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

გივი მიქანაძის განცხადებით, პარტიის ლიდერები დამკვირვებლებისთვის საარჩევნო პროცესის შესახებ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აპირებენ ინფორმაციის მიწოდებას.

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში და ინტენსიურად გვაქვს თანამშრომლობა, კომუნიკაცია, ინფორმაციის გაცვლა ჩვენს პარტნიორებთან, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე სადამკვირვებლო მისიებთან და საელჩოებთან და შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოხდება მათთვის უკვე კონკრეტულად, დეტალურად იმ ინფორმაციების მიწოდება, რომელიც განხორციელდა ხელისუფლების მხრიდან, იმ რეალობის დახატვა, რომელსაც ჩვენ არჩევნებამდე არაერთი ბრიფინგი მივუძღვენით და საზოგადოების წინაშე ვამხილეთ ის სცენარი, რომლისთვისაც ოპოზიცია ემზადებოდა. რეალურად, თუკი თქვენ ამოიღებთ იმ ჩანაწერებს, რაც იყო ამ ბრიფინგებთან დაკავშირებით და დღევანდელ სიტუაციებს გადახედავთ, ნახავთ, რომ ერთი-ერთში ეს სცენარი ვითარდება და რეალურად, გარკვეულწილად ოპოზიციამ დაიწყო ამ სცენარის განხორციელება, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება არის პასუხისმგებლიანი, ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ თითოეული მოქალაქის ინტერესებს, არავის მივცემთ საშუალებას, რომ მოქალაქეთა მიერ გაკეთებული არჩევანი, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის მიმართ, იყოს ხელყოფილი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ პარლამენტთან მყოფი აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო
შემდეგი სტატიაქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა