“ქართული ოცნების” ყრილობის გამართვის თარიღი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” განახლებული სტრუქტურითა და რესურსებით იწყებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას, რომელშიც დამაჯერებელ და ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვებს, – ამის შესახებ ნათქვამია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” განცხადებაში.

როგორც “თაიმერს” პარტიიდან აცნობეს, პარტიამ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ქვეყნის მასშტაბით საოლქო ორგანიზაციების კონფერენციები დაასრულა და პარტიას დაწყებული აქვს მზადება ყრილობისთვის, რომლის თარიღიც საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ასევე, სრულდება პარტიის რეორგანიზაციის პროცესი, რის შემდეგაც თითოეული პარტიული ორგანიზაცია აქტიურ სამუშაო რეჟიმზე გადავა.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” განახლებული სტრუქტურითა და რესურსებით იწყებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას, რომელშიც “ქართული ოცნება” ჩვენი მოქალაქეების თანადგომისა და მხარდაჭერის საფუძველზე დამაჯერებელ და ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვებს. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” მადლობას უხდის პარტიის თითოეულ წევრსა და მხარდამჭერს, რომელთა თანადგომა პარტიის განვითარებისა და წარმატების აუცილებელი წინაპირობაა”, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ერაყის მთავრობას უსამძიმრებს
შემდეგი სტატიაევა ბარბაქაძის მდგომარეობაზე იაშვილის კლინიკის დირექტორი საუბრობს