„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი თემურ კახიძე „ევროპულ საქართველოში“ გაწევრიანდა

ბათუმის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, თემურ კახიძე პარტია „ევროპული საქართველოს” აჭარის ორგანიზაციას შეუერთდა. შესაბამისი განცხადება მან პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, გიგი უგულავასთან ერთად გააკეთა.

„მე ვერ ვხედავ „ქართულ ოცნებაში” ვერანაირ რესურსს, რომ ქვეყანა გამოიყვანონ ამ მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან. მე ვტოვებ თანამდებობასაც, იურიდიული კომისიის თავმჯდომარეობას. რატომ წავედი? „ევროპული საქართველო“ ეს არის პოლიტიკური გუნდი, სადაც ვხედავ დიდ შესაძლებლობებს, არიან პროფესიონალები და შეუძლიათ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა.

მე არ ვარ ადამიანი, რომელიც რაღაცით ვაჭრობს. მე მომავალზე არც მისაუბრია მათთან. ჩემთვის მთავარი იყო დინამიკა და აქედან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება. მე ვიყავი პასიურ მდგომარეობაში და ეს იყო ნიშანი იმისა, რომ არ ვეთანხმებოდი მათ“, – განაცხადა თემურ კახიძემ.

„მთელი „ქართული ოცნება” აწრიალდა, ღრიალებდა და წრიალებდა, მაგრამ რომ ნახეს თემურის გადაწყვეტილება იყო მყარი, დილით დაასწრეს და გარიცხეს პარტიიდან. ეს კიდევ არაერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ იმყოფება დაისში და განწირულია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია იწყება
შემდეგი სტატიათბილისის მერია განსაზღვრავს ადგილებს, სადაც მეწარმეებს ამტვერებადი და აალებადი მასალების წარმოება-დამუშავება და რეალიზაცია-განთავსება შეეძლებათ