,,ქართული ოცნების” ყოფილი აქტივისტის ბინიდან ჩანაწერები ამოღეს – რატომ დააკავეს დალაქიშვილი?

არაოფიციალური ინფორმაციით, „ქართული ოცნების” ყოფილი აქტივისტისა და მხარდამჭერის, გოგიტა დალაქიშვილის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია რამდენიმე აუდიო ჩანაწერი, თუმცა ჩანაწერების შინაარსის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დალაქიშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, მას ბრალს ოფიციალურად რამდენიმე საათში წაუყენებენ.

„ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტის ადვოკატი ვარაუდობს, რომ დალაქიშვილი შეცდომით არის დაკავებული.

„ბრალის დადგენილება არ გადმოგვცემია. ბრალი ამ დროისთვის არ წაუყენებიათ. იმედს ვიტოვებ, რომ საგამოძიებო მომედებები იმ დასკვნამდე მივა, რომ აღიარებენ, ეს იყო შეცდომა“ – აღნიშნა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

ჭკადუას განცხადებით, დალაქიშვილი სხვადსხვა მედიასთან თანამშრომლობდა.

„არც იმას გამოვრიცხავ, რომ ყველაფერი ეს მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდებოდეს. თუკი საქმის მასალებში ვნახავთ, რომ ის პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული, დარწმუნებული იყავით, რომ ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ, დავამტკიცოთ, რომ ის პოლიტიკური ნიშნით იქნა დაკავებული,“- განაცხადა ირმა ჭკადუამ.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრო რეზერვისა და მობილიზაციის ახალ კონცეფციას აქვეყნებს
შემდეგი სტატიახმაური საბავშვო ბაღში- მშობლები ეჭვობენ, რომ 28-ე ბაგა ბაღის შენობის დანგრევა და სხვა ნაგებობის აშენება იგეგმება