„ქართული ოცნების“ ყოფილ აქტივისტს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

„ქართული ოცნების“ ყოფილ აქტივისტს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. პროცესს გოგიტა დალაქიშვილის ადვოკატი დაესწრო. გოგიტა დალაქიშვილს ბრალი წარუდგინეს კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ გამოყენების მუხლით.

დალაქიშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმით, მას უკვე გადასცეს საქმის მასალები, მათ შორის, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. ირმა ჭკადუა საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს, რადგან მას გაუთქმელობის შესახებ ხელწერილი დააწერინეს.

„საქმის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ხელი მომაწერინეს გაუთქმელობის შესახებ ხელწერილზე და გამომდინარე აქედან, ბევრს ვერაფერს ვერ გეტყვით,“ – განაცხადა ჭკადუამ.

ირმა ჭკადუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საკუთარ პოზიციას სასამართლოზე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების განხილვის დროს დააფიქსირებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დალაქიშვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც დამკვეთისგან უკანონოდ ჩაწერილი პირადი საუბრების საფასურს იღებდა.

banner
წინა სტატიაშიგადადგეს გომელაურის ეს ბანდა და წარსდგეს სასამართლოს წინაშე – მალხაზ მაჩალიკაშვილი
შემდეგი სტატიაკალაძე ოპოზიციას მოუწოდებს, თბილისის გენგეგმის განხილვებში ჩაერთოს