“ქართული ოცნების” ერთ-ერთი გათვლა არის ის, რომ რეაქცია არ მოჰყვება მათ უკიდურესად საგანგაშო მოქმედებებს, რაც ჩვენ ვნახეთ მიხეილ სააკაშვილთან”

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი გათვლა არის ის, რომ რეაქცია არ მოჰყვება მათ უკიდურესად საგანგაშო მოქმედებებს, რაც ჩვენ ვნახეთ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში – აბსოლუტური უგულებელყოფა სამედიცინო მონაცემების და პირდაპირ სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანება მიზანმიმართული, ყველანაირი წესის დაცვის გარეშე; იმ სამსახურების გაუქმება, რაც მათ არ მოსწონთ; მოსამართლეების ღიად დაანონსებული დევნა და ეს ყველაფერი ხდება ჩქარ-ჩქარა, წინასაახალწლო პერიოდში, რომ ეს ყველაფერი დარჩეს რეაქციის გარეშე”. – თქვა პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ლონდა თოლორაიას შეუძლია, შესაბამისი საჯარო თანამდებობა დაიკავოს
შემდეგი სტატიაგოგი წულაიას ასმათ დვალიშვილი ისევ უჩივის