“ქართული ოცნების” დუმილი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე ბატონი მეჭიაურის ესა თუ ის განცხადება”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” დუმილი უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, ვიდრე ბატონი მეჭიაურის ესა თუ ის განცხადება.

თამაზ მეჭიაურის თქმით, საქართველოში მიმდინარე ქართულ-ამერიკულ სწავლებას შესაძლოა, საქართველო-რუსეთს შორის ვითარების დაძაბვა და 2008 წლის მსგავსი კონფლიქტი მოჰყვეს.

“გამორიცხულია ჩვენ ვიხილოთ 2008 წლის შესაბამისი მოვლენები, რადგან ქართული მხარე პროვოკაციებს არ აჰყვება. მაგრამ, რაც შეეხება მის შეფასებას, ეს არის ყოვლად მიუღებელი, რადგან შარშან, სწორედ ამ დროს ჩატარდა ამ ტიპისვე წვრთნები და ადრეც ტარდებოდა და მაშინ რატომღაც ხმა არ ამოუღია ბატონ მეჭიაურს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, “ქართული ოცნება” ამას როგორ უყურებს, “ქართული ოცნების” დუმილი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე ბატონი მეჭიაურის ესა თუ ის განცხადება,“- განაცხადა ზაქარეიშვილმა, რომლის კომენტარს “რუსთავი 2” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში“ერთობლივი წვრთნები საქართველოს დასავლეთთან პარტნიორობის ნათელი მაგალითია”
შემდეგი სტატია,,ზაქარეიშვილს გააჩნია სხვა მოსაზრებები, მიიღოს ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილება”