ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ბიძინა ივანიშვილზე
სხვა სტატიები
- ყველა საქართველოს მეგობარს, ვისაც ფუნდამენტური საკითხები ესმის, თუ რას ნიშნავს დემოკრატია, ექნება ერთი და იგივე მწვავე რეაქცია – ბოკერია რიშის განცხადებაზე
- მამუკა ხაზარაძე: ერთი თვის წინ გავაფორმეთ ხელშეკრულება დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტთან
- (video) ბათუმის საკრებულოს დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
“გამარჯვებული გუნდის, მმართველი პარტიის ხელმძღვანელი მიდის პოლიტიკიდან. ჩემი აზრით, მიდის თავაწეული, იმიტომ რომ ის მთავარი დაპირება, რომელიც მან 2011 წელს საფუძველი ჩაუყარა ქართულ ოცნებას, როგორც პარტიას და შემოიკრიბა მოსახლეობის უმრავლესობა. მთავარი მისია ჰქონდა ის რომ დაემარცხებინა ტირანია და ეს შეასრულა. მეორე, მნიშვნელოვანი იყო, რომ ის უსახური, უცნაური გეზი, რისკენაც მიემართებოდა საქართველო, სწორ რელსებზე დააბრუნა და ეს არის, ევროატლანტიკური მისწრაფებები და ძალიან მნიშვნელოვანი მესამე, ადამიანი გახდა მთავარი საზრუნავი მმართველი პარტიისთვის, ინსტიტუციებისთვის. ზუსტად ვიცი, რომ საქართველოს ისტორია, მას ღირსეულ ადგილს მიუჩენს ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეპოქაში”,-აცხადებს დუპუტატი ირაკლი ზარქუა.