‘’ქართული ოცნების’’ დანაშაულებრივი ქმედებების გამო სალომე ზურაბიშვილიც კი იძულებული გახდა, რომ გამიჯვნოდა მას’’ – ლაშა დამენია

 

ევროპული საქართველოს ლიდერი ლაშა დამენია სალომე ზურაბიშვილს განცხადებას ეხმაურება

‘’ქართული ოცნების’’ უაზრო და დანაშაულებრივი განცხადებებისა და ქმედებების გამო სალომე ზურაბიშვილიც კი იძულებული გახდა, მართალია მრავალი სისულელის მერე, თუმცა ისიც კი იძულებული გახდა ეთქვა, რომ გამიჯვნოდა ქართული ოცნების ქმედებებს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალია დღეს, რომ ყველანაირად მოხერხდეს სამოქალაქო საზოგადოების მობილიზება, საპროტესტო ელექტორატის, ასევე ზეწოლით ჩვენი მეგობრებებისა და თავისუფალი სამყაროსი და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ქართული ოცნება რაც შეიძლება მალე მოვაშოროთ ხელისუფლების სადავეებს,” – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ლიდერი ლაშა დამენია სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ჩატარებულ ბრიფინგზე „ქართულ ოცნებას“ გაემიჯნა და განაცხადა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

banner
წინა სტატიაშიკომუნიკაციების კომისია ევროკავშირის მხარდაჭერით 500 პედაგოგს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში გადაამზადებს
შემდეგი სტატიაზონალურ-საათობრივი პარკირების რეფორმა გრძელდება