ქართული ოცნების ცენტრალური ოფისის ერთერთ თანამშრომელს COVID 19 დაუდასტურდა

ქართული ოცნების ცენტრალური ოფისის ერთერთ თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც “ოცნების” პრესსამსახურში აცხადებენ, პარტიის ოფისში პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი სამუშაოები უკვე ჩატარდა. ინფიცირებული თანამშრომელთან კონტაქტში მყოფი პირები დროებით იზოლაციაში გადავიდნენ.

” ამ დროისთვის მიმდინარეობს ოფისის თანამშრომლების ინტენსიური ტესტირება, – “ამ ეტაპზე ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია”.

როგორც ცნობილია, ინფიცირებული პირი ქართული ოცნების ცენტრალური ოფისის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელია.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი- ბევრი კარგი საქმე, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ
შემდეგი სტატიავარშალომიძე: ორ საათში ბათუმში ვიქნები, რათა ერთად მოვიშოროთ რუსული ოცნება