„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, შეხვედრაზე, რომელსაც პარტიის ხელმძღვანელობასთან ერთად დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრება, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მსჯელობენ.

„მიმდინარეობს შეხვედრა, სადაც განიხილება არჩევნების მეორე ტურის საკითხები, ასევე საუბარია კონკრეტულ თემატიკაზე, როგორ გადავწყვიტოთ უმოკლეს ვადებში ესა თუ ის პრობლემა. ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილიც ჩართულია ამ პროცესში. ჩვენ ერთი გუნდი ვართ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერმა მოსახლეობას ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტის დეტალები გააცნო
შემდეგი სტატიაცესკო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს