“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრიფინგი მას შემდეგ დაიწყება, რაც ოფისთან მედიის ყველა წარმომადგენელი შეიკრიბება.

ბრიფინგის თემა უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, მმართველ გუნდში პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერ ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გააკეთებენ განცხადებას.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მელიამ კობახიძეს ჰკითხა “ჩვენ დავჭერით აქტივისტები დმანისში?”.

banner
წინა სტატიაშიმელაძე: ფაილებში ჩემი სატელეფონო მოსმენის შიფრებია
შემდეგი სტატიაევროკავშირის წარმომადგენლობასთან პოლიციაა მობილიზებული