„ქართული ოცნების” ოფისში რეგიონული დეპარტამენტის თათბირი გაიმართა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ და რეგიონულმა მდივანმა, დიმიტრი სამხარაძემ გამართეს რეგიონული დეპარტამენტის თათბირი. ინფორმაციას დიმიტრი სამხარაძე „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნულ თათბირს ესწრებოდნენ რეგიონული მდივნის მოადგილეები, ნიკა ტყემალაძე, ზურაბ იაშვილი, კობა სამხარაძე და რეგიონული კოორდინატორები.

„თათბირზე განხილულ იქნა თვითმმართველობის არჩევნებისათვის მომზადების და საოლქო ორგანიზაციების შტაბურ რეჟიმზე გადაყვანის პროცესი, მუნიციპალიტეტებში არსებული სხვადასხვა პარტიული საკითხები და სამომავლო გეგმები“,- აღნიშნულია დიმიტრი სამხარაძის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი: გაყალბების სქემა „ლეიბორისტული პარტიის” წინააღმდეგ კელი დეგნანთან იყო შეთანხმებული
შემდეგი სტატიათალაკვაძე ვაშაძეზე: რომელი ჰალსტუხიც მოეწონება, მას გავუგზავნი