“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდი იკრიბება

მმართველი გუნდი დღეს მთავრობასთან კონსულტაციებს გამართავს. შეხვედრა “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისშია დაგეგმილი. სავარაუდოდ, ისაუბრებენ იმ ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს ეხება. კერძოდ კი, განხილვის მთავარი თემა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები იქნება, რაზეც მმართველ გუნდში წინააღმდეგობრივი პოზიციები გამოიკვეთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა კი, უარყოფითი დასკვნა დადო.

მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტმა მთავრობის მოთხოვნით დაჩქარებული წესით დაიწყო, მაგრამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცვლილებების განხილვა მომავალი კვირისთვის გადადო.

banner
წინა სტატიაშილუბლიანას ქუჩაზე ყოფილ მეუღლესა და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს, 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
შემდეგი სტატიაპირველი არხის ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდება