“„ქართული ოცნების“ ბრენდი იმდენად დაზიანებულია, რომ ასეთი ფასადური ცვლილებები მათ შედეგს არ მისცემს”

სამწუხაროდ „ქართული ოცნების“ ბრენდი იმდენად დაზიანებულია, რომ ესეთი ფასადური ცვლილებები რა თქმა უნდა მათ შედეგს არ მისცემს, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ „ქართული ოცნების“ გუნდის ახალი წევრების შესახებ.

მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, რომ პარტიებმა რაც შეიძლება მეტი ნორმალური, კვალიფიციური სახეები წარმოადგინონ კანდიდატებად.

“რა უნდა გააკეთონ ამ ადამიანებმა ამ სამ თვეში ისეთი, რომ საზოგადოებამ, რომელმაც დაინახა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია და ვერც ერთი დაპირება პრაქტიკულად ვერ შეასრულა, ეს განწყობა შეცვალოს. ჩემი მხრიდან უბრალოდ ვისურვებდი, რომ ყველა პარტიამ, მათ შორის „ქართულმა ოცნებამ“ და სხვებმაც, რაც შეიძლება მეტი ნორმალური, კვალიფიციური სახეები წარმოადგინონ კანდიდატებად”,- აღნიშნა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში “ქართული ოცნების” ახალი წევრები წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე პირობას დებს, რომ “თეთრი მაგნოლიას” საქმის გამოძიება ეფექტურად წარიმართება
შემდეგი სტატიავახტანგ რჩეულიშვილი: თავიდანვე პროკურატურა ითხოვდა სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებებს