ქართული ოცნების ავტორიტარული გადაცდომები მიუღებელია,- ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადი სოციალურ პლატფორმა x-ზე წერს.
მისი თქმით, მან მონაწილეობა მიიღო პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინაციის შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყო @SDoughtyMP-ის მიერ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
„ქართული ოცნების“ ავტორიტარული გადაცდომები მიუღებელია. დღეს მივიღე მონაწილეობა პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინაციის შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყო @SDoughtyMP-ის მიერ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ეს კურსი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას და ჩვენი პასუხი არ დააყოვნებს-წერს ჰადადი.