„ქართული ოცნების“ არ შესრულებული ვალდებულებები კიდევ უფრო აშორებს საქართველოს ევროატლანტიკური სივრციდან“ – გიგა ბოკერია

„ის მინიმალური მოთხოვნებიც კი რომელიც ჩემი აზრით არასაკმარისი იყო რბილად რომ ვთქვა დოკუმენტში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ფეხებზე დაიკიდეს“ – ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან საუბრისას „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია გენერალური პროკურის არჩევის წესზე „ქართული ოცნების“ მხრიდან უარს

„ეს არის გაგრძელება ივანიშვილის რეჟიმისგან ამ კურსის დემონსტრირების ძალის, ოღონდ ეს ყველაფერი ხდება ჩვენი ქვეყნის მომავლის ხარჯზე, იმიტომ რომ ეს სახე საქართველოსი, რომელსაც ხელისუფლება წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე არის ზიანის მომტანი ყველა ჩვენი მომავალი ეროვნული ამოცანისთვის და სანამ ასეთი ხელისუფლება გვყავს, რომლის მიმართაც ყურადღება მხოლოდ ასეთ ამბებზეა, იმის მაგივრად რომ საქართველოს ინტერესების წინ წაწევაზე იყოს, იქნება ეს ნატოში გაწევრიანება, თავისუფალი ვაჭრობა აშშ-სთან, ამაზე დისკუსიის მაგივრად როცა ამ ტიპის საკითხებზე ისმის კრიტიკა ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების აშკარა და მიზანმიმართული დაზიანება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. მარტო იმიტო კი არა შინაარსი რაც არის, მე არ მქონდა ილუზია, რომ რაიმე რეფორმა შესაძლებელი არის ამ რეჟიმის პირობებში, მაგრამ ასე უტიფრად მოქცევა ძალის დემონსტრირებისთვისა და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის დე-ფაქტო ქვეყნის გადაყვანა იმ რელსებზე, რომელსაც მიჰყავხარ პირდაპირ პუტინის რუსეთამდე და ლუკაშენსკოს რეჟიმამდე, ეს არის აშკარა საფრთხე ქვეყნისთვის. ამიტომ უნდა ვთქვათ ჩვენ ჩვენი სიტყვა ამ არჩევნებზე და ამის შემდეგ უკვე ის ზეწოლა, რომელიც თავისუფალი სამყაროდან მოდის ლეგიტიმურად დაეყრდნობა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოხატულ ნებას ქართველი ხალხისა, ასეთ წეზოლას უკვე ქვეყნის შიგნით და გარეთ ეს რეჟიმი ვერ გაუძლებს. როდესაც ავტორიტარულ რეჟიმს შთაბეჭდილება რჩება, რომ სუსტის პოზიციიდან ელაპარაკები, ეს ახალისებს მეტ უტიფრობას. ამის მაგალითია, რომ ის მინიმალური მოთხოვნებიც კი რომელიც ჩემი აზრით არასაკმარისი იყო რბილად რომ ვთქვა დოკუმენტში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ფეხებზე დაიკიდეს.’’ – განაცხადა ბოკერიამ

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმების დოკუმენტის მიხედვით აიღო ვალდებულება გენერალური პროკურორის წესის არჩევის მიღებაზე, თუმცა არ შეასრულა, რასაც დასავლეთის მწვავე კრიტიკა მოყვა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: საკონსტიტუციო ცვლილებებს მივესალმები
შემდეგი სტატიასაგადასახადო წნეხი, კორუფცია და გაუმართავი მართლმსაჯულება არის მიზეზი იმისა, რომ უცხოელი ინვესტორები აღარ დებენ ფულს საქართველოში – გიგა ბოკერია