ქართული ოცნების აქციის დასრულების შემდეგ TV პირველის ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენეს

იმ ნაძირლებს, ვინც ჩემს ოპერატორს და ჟურნალისტს თავს დაესხა კანონის ძალით ვაგებინებთ პასუხს – ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ დირექტორმა ინგა გრიგოლიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ინგა გრიგოლია დღეს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა, სადაც რამდენიმე პირი ტელეკომპანიის ჟურნალისტსა და ოპერატორს დაუპირისპირდა.

„ისეთი განცხადებები კეთდება ამ ბოლო პერიოდში ჟურნალისტების მიმართ, ჩვენი ტელევიზიის მიმართ, ისეთი დადანაშაულება ხდები ჩვენი ნებისმიერი მწვავე კითხვის გამო და ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფთან აფილაციის მიმართულებით. გაკვირვებული არ ვარ. უბრალოდ, ძალიან გაბრაზებული ვარ. იმ ნაძირლებს, ვინც ჩემს ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ, პირობას ვაძლევ, კანონის ძალით ვაგებინებთ პასუხს. არავის შეეშალოს, რამე“ – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ, რომ თავისუფლების მოედანზე გამართული ღონისძიების დასრულებისას, ინციდენტი მოხდა რამდენიმე მოქალაქესა და „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს შორის.

ფაქტის ამსახველი ვიოდემასალა on.ge-ი ავრცელებს, რომელიც იუწყება, რომ კადრები ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/news.on.ge/videos/442940243256539/?t=0″ width=”300″ height=”400″ onlyvideo=”0″]

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: 2012 წლის იდეალები იყო სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავეების დასჯა!
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება-რა ხდება მწვერვალ აილამაზე