„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიორგი ჩაკვეტაძე აირჩიეს

http://www.timer.ge/video-arapropesionalurad-namgheri-saqarthvelos-himni/

ჰგფქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიორგი ჩაკვეტაძე აირჩიეს.ყრილობაზე დელეგატებმა გიორგი ჩაკვეტაძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.გიორგი ჩაკვეტაძე იყო საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი იუნესკო-ში, განათლება მიღებული აქვს ტალინის ტექნოლოგიების, ასევე კავკასიის უნივერსიტეტში სამართლის სპეციალობით.

გიორგი ჩაკვეტაძემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა დელეგატებს გამოცხადებული ნდობისთვის და ამ პასუხისმგებლობის აღებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

“ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა, ვიმუშაო მსგავსად გულანთებულ ახალგაზრდებთან ერთად, რათა ერთობლივად შევიტანოთ ღირსეული წვლილი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნასა და მიღწეული წარმატებების განმტკიცების საქმეში. ჩვენ წინ გველის კიდევ ერთი ბრძოლა დემოკრატიისათვის. ჩვენ ამ ბრძოლაშიც აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას გიორგი ჩაკვეტაძემ.

 

banner
წინა სტატიაშიარქიმანდრიტი გაბრიელი ბოდიშს იხდის
შემდეგი სტატიათქვენ ცხოვრობთ საინტერესო დროს, თქვენს თვალწინ ხდება ახალი საზოგადოების ფორმირება