“ქართული ოცნებიდან” უკრაინაში სავარაუდოდ არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია წავლენ

გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნებიდან” უკრაინაში გაემგზავრებიან დეპუტატები არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია.

ინფორმაციას ადასტურებს დავით სერგეენკო, თალაკვაძესა და ოდიშარიას კი ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დეპუტატები უკრაინაში ვიცესპიკერ ლევან იოსელიანის ხელმძღვანელობით უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა იოსელიანი შეთანხმების შემთხვევაში, მზადაა ეს სტატუსი “ოცნებას” დაუთმოს.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაინდოეთის უმსხვილესი ნავთობის კორპორაცია რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარს აცხადებს