“ქართული ოცნებიდან” “ევროპულ საქართველოში” – მმართველი პარტიის კოორდინატორების ნაწილმა, საარჩევნო შტაბი დატოვა

„ორი კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე და “ქართული ოცნებიდან” სხვადასხვა თანამდებობის პირების, სხვადასხვა ადამიანების „ქართული ოცნების“ დატოვების პროცესი გრძელდება. მას შეუქცევადი ხასიათი აქვს,“ – ეს განცხადება გიგი უგულავამ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანმა ბრიფინგი იმ ადამიანებთან ერთად გამართა, რომლებიც მისი თქმით, წარსულში პოლიტიკურად დაპირისპირებულები იყვნენ „ევროპულ საქართველოსთან“ და „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდნენ. გიგი უგულავას მტკიცებით, რეგიონებში სალომე ზურაბიშვილის შტაბის კოორდინატორებმა მის მხარდაჭერაზე უარი თქვეს და “ევროპულ საქართველოს” შეუერთდნენ.

„ეს ადამიანები, წარსულში, პირდაპირ პოლიტიკურად დაპირისპირებულები იყვნენ ჩვენთან, ჩვენ სხვადასხვა ნაპირზე ვიდექით, ბევრი რამე განგვასხვავებდა, მაგრამ საერთო გვქონდა ერთი – ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღე და უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ბრძოლა,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაში“სვეტიცხოველი არის სიმბოლო ჩვენი ისტორიის და ჩვენი წარსულის”
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებს მიმართავს