ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს კობახიძე წაიყვანოს პარლამენტიდან

“ქართული ოცნებიდან” დემარშით წასული ეკა ბესელია, პარტიის თავმჯდომარეს მიმართავს. ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს კობახიძე წაიყვანოს პარლამენტიდან.

“მოჰკიდოს ხელი მისმა პატრონმა და წაიყვანოს პარლამენტიდან, ვიდრე ეს შენობა პოლიტიკურად გადაუწვია” – ამბობს ბესელია.

განცხადება ბესელიამ კობახიძის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ მას ყოფილი თანაგუნდელი იმპიჩმენტით ემუქრება.

„ეკა ბესელია რამდენჯერმე დაგვემუქრა და ამასობაში, მას რამდენიმე თანამდებობის დატოვება თავად მოუწია“-განაცხადა კობახიძე.

ეკა ბესელია აცხადებს, რომ ის არასდროს გამოჰკიდებია არც ერთ თანამდებობას, მით უმეტეს არასდროს იქნებოდა ისეთი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე როგორიც ირაკლი კობახიძეა.

banner
წინა სტატიაში,, ირაკლი კობახიძე პარლამენტის კარგი თავმჯდომარეა და მისი თანამდებობიდან გადაყენებაზე საუბარი ინტრიგნობაა”
შემდეგი სტატიახობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა