ქართული ოცნებას” გამიზნული აქვს, რომ “გადაგვჩეხოს“ – ვაშაძე

დღეს საპარლამენტო დებატების ფორმატში ჩვენ წარვუდგინეთ “ქართულ ოცნებას” მტკიცებულებები თუ როგორ ეწინააღმდეგება მათი ქმედებები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, “ქართული ოცნებას” გამიზნული აქვს, რომ ქვეყანა „გადაგვჩეხოს”.

„მოვითხოვეთ პასუხები თუ რატომ ესხმიან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს თავს, რატომ არ ასრულებენ შეთანხმებას მართლმსაჯულების რეფორმის, საკონსტიტუციო რეფორმის, დემოკრატიული რეფორმების კუთხით. რატომ ჩამოკიდეს რუსეთის ეკონომიკას საქართველო მაშინ, როდესაც გვქონდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. რატომ ეძახიან მტერს და კრიმინალებს ევროპარლამენტარებს, რომლებმაც მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს კანდიდატის სტატუსს. პირადად გადავეცი ბატონ კობახიძეს ეს მტკიცებულებები. მათი მხრიდან ისევ ზოგადი ფრაზები, ისევ ტყუილი და რაც მთავარია, რასაც ისინი ამბობდნენ, რომ ოპოზიციას ადანაშაულებდნენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში, ჩვენ ამაზე მოვითხოვეთ მტკიცებულებების მოტანა და დავინახეთ, რომ არანაირი მტკიცებულება ხელში არ აქვთ, იმიტომ რომ სიმართლე მეგობრებო არის ჩვენს მხარეს. ამ დებატების შემდეგ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ჩვენ უნდა გავაგონოთ ხმა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, უნდა ვიყოთ ერთიანები ისე როგორც არასდროს და ისევე როგორც უკრაინის მხარდასაჭერად, კანდიდატის წერილის ხელმოსაწერად ათობით ათასი ადამიანის ძალა ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს ასე ერთიანად უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში “ქართული ოცნებას” გამიზნული აქვს, რომ ასე ვთქვათ გადაგვჩეხოს, დიდი ისტორიული შანსი, რომელიც ჩვენ გვაქვს გამოგვტაცოს ხელიდან. კიდევ ერთხელ დავინახეთ “ქართული ოცნების” სახე ტყუილით და არცერთი ინიციატივა, არცერთი შეთავაზება მათი მხრიდან. ჩვენი არა ერთი ინიციატივა იყო თანამშრომლობაზე, რომელზეც მივიღეთ უარი, ეს არის სამწუხარო რეალობა, რომ ჩვენ დღეს ანტიდასავლური, ანტიეროვნული, ანტიქართული ძალა მართავს დღეს საქართველოს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ 30-31 მაისს ევროკავშირის ლიდერების სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული – როიტერი
შემდეგი სტატიათავისუფლად შეიძლება დავარქვათ მათ საკუთარ დებატებში დაკარგულები – მდინარაძე ოპოზიციაზე