,,ქართული ოცნება” ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ზუგდიდში განვითარებუილ მოვლენებთან დაკავშირებით “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ბოლო პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ, მათ შორის არჩეულ პირთა მიმართ გაჩნდა გარკვეული კითხვები დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით, რომელიც პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს.

შესაბამისად, საქმეზე დაწყებული იყო გამოძიება.

სწორედ ამ ვითარების გათვალისწინებით დატოვეს დაკავებული თანამდებობები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ გია გულორდავამ.

გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს და შედეგებიდან გამომდინარე, მიღებული იქნება შესაბამისი კანონისმიერი გადაწყვეტილებები.

„ქართულმა ოცნებამ” არაერთხელ, საქმით დაამტკიცა, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ხელშეუხებელი პირები არ არსებობენ და ვერც იარსებებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია”-ნათქვამია “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში

banner
წინა სტატიაში,,მარიხუანამ, რა თქმა უნდა, საქართველოს უდიდესი ზიანი მოუტანა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს ზიანი სარგებლად გადავაქციოთ”
შემდეგი სტატიათედო ჯაფარიძემ პრემიერის მრჩევლის თანამდებობა დატოვა